სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტები რუსთავში

2021-10-01 16:11:34

რუსთავში, გასულ თვეში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსებისთვის 2 პირი დააჯარიმეს.

როგორც მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 2-ვე შემთხვევაში საქმე გვქონდა ფიზიკურ პირთან, რის გამოც კანონდამრღვევები 200-200 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.

ხაჩიძის ინფორმაციითვე, ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტები მე-12 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონთან და დავით გარეჯის ქუჩაზე, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ცნობისთვის, საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვა კანონით რეგულირდება. სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ პირს 200 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა ეკისრება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები