2022 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 163.1%-ით გაეზარდა.
კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს აგვისტოში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 522,9 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 324,15 მლნ დოლარს.
რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - 133.1 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი - 54.6 მლნ აშშ დოლარი; სამეულს ასრულებს თურქეთი - 46.9 მლნ აშშ დოლარი.
დანარჩენი ქვეყნების მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი კი ასე გამოიყურება:
დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან ქვეყანამ - 80.2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო: