"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რუსთავში, ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ტაბაღუა დღის პირველ ნახევარში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, საღამოს კი რამდენიმე მისამართზე ამომრჩეველს გაესაუბრა, მოისმინა მათი პრობლემების შესახებ და ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო. მერობის კანდიდატის შეხვედრას მოსახლეობასთან შარტავას გამზირზე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ესწრებოდა. ®