სად შეგიძლიათ რუსთავში გრიპზე აცრის ჩატარება

2022-09-29 12:37:43

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სამედიცინო დაწესებულებების სიას აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი.

რუსთავში აცრის ჩატარებას შეძლებთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

ს/ს რუსთავის N2 სამკ.დიაგნ.ცენტრი;
ს/ს რუსთავის N1 სამკ.დიაგნ.ცენტრი;
ს/ს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო;
ს/ს რუსთავის ცენტრ.საავადმყოფო;
ს/ს რუსთავის სამშობიარო სახლი;
ს/ს კლინიკა რუსთავი;
ს/ს მარდალეიშვილის სახ.კლინიკა
;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

მისივე ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

დაწესებულების ჩამონათვალი