რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი 45 წლამდე მამაკაცია. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთვის" ინფორმაციით, კაცი გაჩერებული სატვირთო ავტომობილიდან ჩამოდიოდა, რა დროსაც მას ბეტონმზიდი შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ტრაილილერის მძღოლს სატრანსპორტო საშუალება წესისამებრ, სპეციალურად გამოყოფილ ზოლში ჰყავდა გაჩერებული.
მიღებული ტრავმების შედეგად, 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზესტაფონის მკვიდრია.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.