ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე

2022-09-28 18:24:45

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტს მუხლის დაზიანება ჰქონდა. დაშავებულს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები