დაბინძურებული ტერიტორია რუსთავში, №3 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. სიტუაციის ამსახველ ფოტოებს, სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს.
ფოტოების ავტორის განმარტებით, დაბინძურებული ტერიტორიის სიახლოვეს სკოლა და საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ ანტისანიტარიულ ადგილზე ბავშვებიც აღმოჩნდნენ.
როგორც ფოტოებისა და პოსტის ავტორი "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავს, №3 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მსგავსი სიტუაცია უკვე თვეებია უცვლელია.