სიმაღლიდან ვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

2022-09-27 12:31:25

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კაცი პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გზაჯვარედინზე არსებული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. 

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უნობია.

რა მუხლით დაიწყო გამოძიება, "ინფო რუსთავი" პასუხს შსს-სგან ელოდება.