სად გაიმართება რუსთავქალაქობა

2022-09-24 18:40:39

"რუსთავქალაქობა 2022-ის" ფარგლებში დაგეგმილი კონცერტი კოსტავას გამზირის დასაწყისში გაიმართება.

კონცერტი 25 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება და რუსთაველებს უმღერებენ: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.

დაგეგმილი კონცერტის გამო ხვალ კოსტავას გამზირზე  15.00  საათიდან 22.00  საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.