რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტომობილი დაიწვა [photo]

2022-09-24 11:51:27

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი "რენოს" მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.