ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ ხიდზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეასკდა და ხიდიდან დაბლა ჩავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ავარიის დროს ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, ორივე უვნებლად გადარჩა, მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა. ნახეთ ვიდეო.