ქედის მუნიციპალიტეტში დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთეულში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს 2 ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი კი დაშავდა. თუმცა დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აქვთ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.