აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 სექტემბერი + 30 °C, 23 სექტემბერი + 31 °C, 24 სექტმბერი + 28 °C, 25 სექტემბერი + 21 °C.