2022 წლის იანვარ-აგვისტოში აკრედიტაციის ცენტრებს პერიოდული ტექნიკური დათვალიერებისთვის 693 978-მა ავტო-მფლობელმა მიმართა, საიდანაც 491 212 ავტომობილი გამართული იყო, 200 134 გაუმართავი, აქედან 2 632-ს კი გადაადგილება აეკრძალა.
2021 წლის პირველ 8 თვეში კი, 762 109 ავტო მფლობელმა. აქედან, პირველივე ჯერზე ტექდათვალიერება 513 049 ავტომობილმა გაიარა, 245 801 ავტომობილი იყო გაუმართავი, საბოლოოდ კი, გადაადგილება გასული წლის იანვარ - აგვისტოში 3 259 სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა. ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.5 მლნ-ზე მეტი ავტომობილი. ყოველწლიურ სავალდებულო ინსპექტირებას კი, მუდმივად ნახევარი გადის.ინფორმაციისთვის, მონაცემები გაზრდილია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. როცა პირველადი ტექინსპექტირება 569 246 ათასმა ავტომობილმა გაიარა, მეორადი კი 108 689 ათასმა ავტომობილმა.
წყარო: bpn