ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონს ითხოვს

2022-09-20 12:55:40

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა მძევლად 10-მდე პირი აიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა გამაფრთხილებელი გასროლა ბანკში შეჭრიდან მალევე განხორციელდა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს, თავდამსხმელს "ჯინსის ქურთუკი აცვია".

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

ფოტო: რადიო თავისუფლება