შეფერხება გზაზე

2022-09-19 11:00:39

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, ხიდზე ლოთონის კოჭების მონტაჟი ხორციელდება,

რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 20 სექტემბერს 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე გარკვეულ პერიოდში გზა ჩაიკეტება 30 წუთით.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია