საავტომობილო გზაზე ასფალტი ჩაინგრა (ფოტოები)

2017-10-07 15:17:05

ლეონიძის ქუჩაზე ახლადდაგებულ ტროტუარზე გზის საფარის ნაწილი ჩაინგრა. პრობლემით "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველებმა მიმართეს. მსგავსი პრობლემაა ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზეც, სადაც საავტომობილო გზასა და ტროტუარზე ასფალტის საფარია ჩანგრეული. აღნიშნული პრობლემა "რუსთავის წყლის" მიერ განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდეგ უხვნალექიანობამ გამოიწვია.

საკითხთან დაკავშირებით, "ინფო რუსთავი" კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განმარტეს, პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრება. კერძოდ, აღნიშნული ტერიტორია ხვალ დღის ბოლომდე მოასფალტდება.