სროლის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, 2 ქალი კი დაიჭრა

2022-09-18 00:39:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიკეთში სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი ქალი კი კლინიკაშია მოთავსებული.