რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტომობილი ძროხას შეეჯახა [video]

2022-09-17 10:49:56

რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილი ძროხას შეეჯახა. [ვიდეო/video]

შეჯახების შედეგად მსხვილფეხა პირუტყვმა დაზიანებები მიიღო.

როგორც მძღოლმა განაცხადა, ავტობანზე დაბალი სიჩქარით გადაადგილდება, რა დროსაც მოულოდნელად გზაზე ძროხა გამოჩნდა, მან ავტომობილის აცილება ვეღარ შეძლო და ცხოველს შეეჯახა.

ადგილზე იმყოფებოდა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, რომლის თანამშრომლებიც ძროხის მეპატრონის იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.

კანონით, პირუტყვის უყურადღებოდ დატოვებისთვის, მეპატრონე 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები