ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

2017-10-07 10:19:04

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს რომ დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები არ მიუღია. პაციენტი შემდგომი დაკვირვების და გამოკვლევების მიზნით კლინიკაში რჩება, მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან რამით მეგობრობის გამზირზე მოხდა, "მერსედესის" მარკის ავტომობილი ქვეითს, 24 წლის მამაკაცს დაეჯახა.