შემოქონდათ 22 000 ლარამდე ღირებულების ტელეფონები

2022-09-16 19:30:51

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში "თბილისის აეროპორტი" და "ბათუმის აეროპორტი", არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების ი.დ.-სა და ა.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა, ჯამში, 21 918.71 ღირებულების მობილური ტელეფონები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 21 918.71 ლარი (საქონლის ღირებულების 100%) შეეფარდათ.