ავარიას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

2022-09-15 18:27:16

წყალტუბოში, სანატორიუმ "საქართველოს" ყოფილ შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა.

27 და 29 წლის ბიჭები ბიძაშვილები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი

ბეტონის დამცავ ჯებირს შეეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.