წყლის მიწოდების 15 საათიანი შეზღუდვა რუსთავში

2022-09-15 18:12:43

რუსთავის წყალის განცხადება:

"ხვალ, 16 სექტემბერს, კომპანია "რუსთავის წყალი" ხრამის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 16 სექტემბერს, 18:00 საათიდან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

 აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 სექტემბერს, 18:00 საათიდან  17 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით."