2022-09-15 11:22:24
გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.