გაუპატიურების 96 ფაქტი შვიდ თვეში

2022-09-14 14:08:39

მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოში გაუპატიურების 96 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 61 გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვარ-ივლისში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 269 ფაქტი დარეგისტრირდა.

აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.

იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს.