პანდემიიდან გამომდინარე, რუსთავქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები უკვე 2 წელია არ ჩატარებულა.
"ინფო რუსთავს" შემოდგომის დადგომასთნ ერთად, არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, რა ფორმით შეხვდება ქალაქი აღნიშნულ დღეს მაშინ, როცა ქვეყანაში კოვიდრეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.
ჯერჯერობით, საინფორმაციო სააგენტომ მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხა, რომ წელს "რუსთავქალაქობა" ჩატარდება და სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც გაიმართება.
თარიღისა და სხვა დეტალების შესახებ კი, ინფორმაციას რუსთავის მერიასთან ვაზუსტებთ და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.