აშშ-ის საელჩოსთან გამნაღმველები მუშაობენ

2022-09-13 19:43:20

აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.

საელჩომ ცოტა ხნის წინ მოკლე კომენტარი გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს რეაგირებისათვის.

"აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და  თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.