რუსთაველები რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

2017-10-06 20:20:40

რუსთაველები რომლებიც დედაქალაქში იმყოფებიან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. "ინფო რუსთავს" რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და აცნობა რომ სადგურებზე ათობით ადამიანი მიკროავტობუსს ელოდება. განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა სპორტის სასახლესთან და რკინიგზის სადგურთან. კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "შეფერხება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება, მოგეხსენებათ რომ მთავარ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია, სწორედ ამიტომ მძღოლები დროულად ვერ ახერხებენ დანიშნულ ადგილზე მისვლას. ამ მომენტისთვის გვაქვს ინფორმაცია რომ რამდენიმე მიკროავტობუსი უკვე მიემართება სადგურებისკენ და შეძლებენ მგზავრების რუსთავში წამოყვანას."