"1 თვის წინ გადათხარეს, წავიდნენ და აღარ გამოჩენილან".

2016-12-03 17:45:58

ჭონქაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა პრობლემის მოგვარების მიზნით "ინფო რუსთავს" მიმართა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ჭონქაძის ქუჩა კომპანია "რუსთავის წყალი"-ს თანამშრომლებმა 1 თვის წინ გადათხარეს და მას შემდეგ არ გამოჩენილან - "ქუჩა საკმაო ვიწროა და ცუდ ამინდში ფეხით გავლა შეუძლებელია, მანქანებიც ხან სად გვიყენია ხან სად, ერთი თვე იქნება ასეთ მდგომარეობაში ვართ, გადათხარეს, წავიდნენ და არ გამოჩენილან, მოგვხედოს ვინმემ". "ინფო რუსთავი" კომპანია "რუსთავის წყალს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ - "ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარეობს ძველი, ამორტიზებული წყლის მილის ახლით შეცვლა და სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო კვირას დასრულება".

RUSTAVI