ხმაური და დაპირისპირებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში. ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.
სოფლის ერთი ნაწილი მომხრეა, რომ კომპანია არემჯი გოლდმა მუშევანის სიახლოვეს სამუშაოები აწარმოოს, ნაწილი კი ეწინააღმდეგება და საპროტესტო პეტიციის გავრცელებას გეგმავს.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ არემჯი სოფლიდან 4 კილომეტრში აპირებს სამუშაოების წარმოებას, რაც მათთვის საფრთხის შემცველი არ იქნება, სანაცვლოდ კი კომპანია წყალს, ბუნებრივ აირსა და გზას ჰპირდება.
ნაწილის თქმით კი, RMG Gold-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება სოფელთან ახლოს, 800 მეტრში იგეგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის ეკოლოგიას.
სოფლის ცენტრში ამ დრომდე ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.