მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

2022-09-12 17:50:28

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ცხედარი ამოიყვანეს.

გარდაცვლილი ხანდაზმული ქალია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.