ცეცხლი ბათუმში, საცხოვრებელ სახლში

2022-09-12 12:34:20

ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

 

ფოტო: ბათუმელები