ცხოველების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 262 შემთხვევა რუსთავში

2022-09-12 12:20:45

აგვისტოში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 262 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 229 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, დაკბენებს შორის 155 პატრონიანი ძაღლის ნაკბენია, 15 მოხეტიალე. ასევე დაფიქსირდა 73 პატრონიანი და 13 უპატრონო კატის ნაკბენიც.

ანტირაბიულ განყოფილებას გასულ თვეში მიმართეს ზღარბის, 2 კურდღლისა და 3 თაგვის ნაკბენითაც.  

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.