გაჩერებებზე ახალი ტაბლოების მონტაჟი მიმდინარეობს

2017-10-06 15:24:44

განახლებულ კოსტავას გამზირზე და თოდრიის ქუჩაზე, გაჩერებებზე ავტობუსების განრიგის აღმნიშვნელი ტაბლოების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. ასევე მთელი ქალაქის მასშტაბით იგეგმება ძველი, დაზიანებული ტაბლოების რეაბილიტაცია.