უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

2022-09-12 12:04:31

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

გოგონა სოფელ ღარიხევში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც შინდის კურკა გადასცდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარს გვიდასტურებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.