პატარა რუსთველი ფეხბურთელების წარმატება

2022-09-11 14:59:00

რუსთავის რუსთავი Ateitis Cup-ის ჩემპიონია.

ახალგაზრდა რუსთაველმა ფეხბურთელებმა ფინალში თბილისის დინამოს, ანგარიშით 2:1 სძლიეს და დამსახურებული თასი მოიპოვეს.

შეხვედრა ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე შედგა.

რუსთავის რუსთავს გამარჯვება დათუნა დავითაშვილისა და გიორგი ღუნაშვილის გოლებმა მოუტანა.