რუსთავის რუსთავი Ateitis Cup-ის ფინალშია.
ახალგაზრდა რუსთაველმა ფეხბურთელებმა წარმატებით გაიარეს ინტერის, თბილისის დინამო(2)-ის, მილანის, ყაზახური აკსუს და ბათუმის დინამოს ბარიერები. ნახევარ ფინალში კი გიორგი ღუნაშვილის, საბა ასანიძის და ზაზა კასრაძის გოლებით 3:1 დაამარცხეს სამტრედიის გუნდი.
თასის ფინალი ხვალ შედგება. რუსთავის რუსთავი ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის დინამოსთან გაარკვევს ჩემპიონის სტატუსს.