რა შემთხვევაში დაჯარიმდება ავტომობილის მეპატრონე 100 ლარით რუსთავში

2022-09-10 20:08:50

ავტომობილის გზაზე მიტოვებისთვის ჯარიმა იზრდება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.

ცვლილების საფუძველზე, ხდება ფულადი სანქციის გაზრდა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ავტომობილი თვეობით, წლობით არის გაჩერებული (მიტოვებული) საპარკინგე ადგილზე, რაც დისკომფორტია მოსახლეობისთვის, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი ავტომობილების გაჩერებას.

მიტოვებული ავტომობილისთვის მეპატრონე 100 ლარით დაჯარიმდება.