რა შემთხვევაში გადმოგცემთ სახელმწიფო სახლს

2022-09-10 13:47:12

მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 000-მდე ოჯახი, რომელსაც დევნილის სტატუსი აქვს, საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

აქედან, 7 000-მდე ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებულ ბინებს გადასცემენ, 6 0000-მდე ოჯახი კი "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.

პროგრამის ფარგლებში განცხადების შევსება შეუძლია ნებისმიერ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით არ არის უზრუნველყოფილი.

შემდგომში კი, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების საკითხს. რომლებსაც განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა. მონიტორინგის სამსახური თითოეული ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის და მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად ისევ კომისიას დაუბრუნდება.

განცხადების დაწერა შეგიძლიათ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე იუსტიციის სახლებში.