ნაფიც-მსაჯულებმა ტაქსისტი ერთხმად გაამართლეს

2022-09-09 11:08:51

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც-მსაჯულებმა ერთხმად, 12 ხმით მიიღეს გადაწყვეტილება და უდანაშაულოდ სცნეს ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა. მას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

საქმის დეტალებზე სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე წერს.

"მოკლედ, ისტორია ასეთია: ტაქსის მძღოლს მანქანაში ორი პუტუნისტი, რუსი ჩაუჯდა თბილისის აეროპორტში. მძღოლიც ადგა და უკრაინული სიმღერები ჩაურთო. შეკამათდნენ. მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ იქედან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო.

პუტინისტები გაბრაზდნენ და უჩივლეს ტაქსის მძღოლს, ოღონდ ტაქსის კომპანიაში კი არა, პროკურატურაში, გაგვიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდა, თან ეთნიკური ნიშნითო", - წერს ირაკლი კუპრაძე.