რა შემთხვევაში დაექვემდებარება ავტომობილი ევაკუირებას

2022-09-08 12:29:36

ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე ("ზებრაზე") გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტმა გუშინ, 6 სექტემბერს მიიღო "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით.

ამასთან, აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ იმოძრაონ ან გაჩერდნენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში [ბასლეინი], სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო და ამოქმედდება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისთანავე.