ქვემო ქართლში ნარკორეალიზატორი დააკავეს [video]

2022-09-08 00:34:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. [ვიდეო/video]

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს 5 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ბ., 1997 წელს დაბადებული ს.კ. ასევე წარსულში ნასამართლევები: 1982 წელს დაბადებული ა. ხ., 1966 წელს დაბადებული მ.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ., ხოლო 1987 წელს დაბადებულ, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.გ.-ს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მცდელობაში.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი: 1980 წელს დაბადებული ზ.ხ., 1986 წელს დაბადებული გ.ლ. ასევე, წარსულში ნასამართლევები - 1957 წელს დაბადებული კ.კ., 1965 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.გ., 1981 წელს დაბადებული ნ.მ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაცია ედება ბრალად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ, 1965 წელს დაბადებულ ა.მ.-საც.