რუსთავის ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდება

2022-09-07 11:43:09

რუსთავში მეგობრობის გამზირსა და მის მიმდებარედ არსებულ რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

დენის გათიშვა აბონენტებისთვის წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, გამომწვევი მიზეზი ავარიული შემთხვევაა, ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს ადგილზე და ელექტრო ენერგიის მიწოდება მოქალაქეებს 1 საათში აღუდგებათ.