რუსთავში საწარმოს თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

2022-09-06 13:21:33

რუსთავის მეტალურგიული  საწარმო "რუსელოისის" 400-მდე მუშა უკვე მე-2 დღეა გაფიცულია.

დასაქმებულების მოთხოვნა, გაიზარდოს ხელფასები 50%-ით, უცვლელია.

საწარმო ამჟამად გაჩერებულია. შეკრებილი მუშები ამბობენ, რომ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.

უცვლელია საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციაც. ხელმძღვანელობის თქმით, კომპანიას ხელფასების ზრდის რესურსი ფიზიკურად არ აქვს.