საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

2022-09-06 13:09:40

კავშირი საბერძნეთში მომუშავე ქართველ ქალსა და "კანონიერ ქურდებს შორის" - ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 40 წლის ქართველი ქალი დააკავეს. შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი იმ სახლებს ძარცვავდა, სადაც შინამოსამსახურედ მუშაობდა.   

გავრცელებული ინფორმაცით, შესაძლოა გამოძიება საბერძნეთში მყოფი ქართველი “კანონიერი ქურდების“ კვალზეც გავიდეს.  
 

დაკავებული ქალის ჩხრეკისას ამოიღეს 43 სახლის გასაღების ასლი, ძვირფასეულობის მოსაძებნად საჭირო სპეციალური დეტექტორი, ჩემოდანში მოთავსებული ხელსაწყოები, ანტიკვარული ხმლები, მოოქროვილი ხატები, ვერცხლის ბიბლია, საკოლექციო კალმები, ცეცხლსასროლი იარაღი და დანები.  
 
გამოძიება იმ ადამიანებს ეძებს, რომელთა სახლების გასაღების ასლები დაკავებული ქალის სახლში იპოვეს. უკვე იდენტიფიცირებულია ოთხი სახლის მეპატრონე.