როდის დასრულდება რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაცია

2022-09-06 12:51:49

რუსთავის შემოსავლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტოს კითხვით, როდისაა დაგეგმილი შემოსასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და ხომ არ ფიქსირდება ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკში, რამდენიმე მოქალაქემ მიმართა.

აქედან გამომდინარე, საკითხის დაზუსტების მიზნით, მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ რეაბილიტაციი პროცეი ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სამუშაოების დაწყებისას განაცხადა, შემოსასვლელის იერსახის მოწესრიგების ძირითადი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები