დაიწყება თუ არა რუსთავის ყველა სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს

2022-09-06 11:15:26

რუსთავში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრის ხელმღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

აინფორმაციო ააგენტო დაინტერესდა, ხომ არ ფიქსირდება რომელიმე სკოლაში რაიმე სახის შეფერხება, რაზეც ხეჩიკაშვილმა გვითრა, რომ მოსწავლეების მისაღებად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მზადაა.