რუსთავში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრის ხელმღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.
საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, ხომ არ ფიქსირდება რომელიმე სკოლაში რაიმე სახის შეფერხება, რაზეც ხეჩიკაშვილმა გვითხრა, რომ მოსწავლეების მისაღებად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მზადაა.