მცირეწლოვანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სხვა რეგიონიდან სოფელში სტუმრად მყოფი, 5 წლის ბიჭი, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.