ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

2022-09-05 15:58:28

ცხინვალი-ახალგორის გზაზე, სოფელ დმენისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიას მამა და მისი 12 წლის შვილი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის მძღოლმა საჭე ვეე დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა.

როგორც ირკვევა, მიღებული ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ქალიშვილი და მეუღლე კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმებმა მცირეწლოვანი ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.